შოკისმომგვრელი აღმოჩენა: COVID-19 გადატანილი ბავშვები მრავალჯერადი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ იმყოფებიან – და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვრეაგირებთ!
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
გგონიათ, ბავშვებმა COVID-19 „მარტივად გადაიტანეს“? – სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი შთაბეჭდილება იყო.
ახალი, საერთაშორისო მასშტაბის კვლევები მოწმობს იმას, რასაც ბევრი ექიმი უკვე ხედავდა პრაქტიკაში – COVID-19 ტოვებს სიღრმისეულ, ფარულ კვალს ბავშვების ჯანმრთელობაზე, რაც შეიძლება გამოვლინდეს თვეების ან წლების შემდეგ.
ჩვენ ვსაუბრობთ არა უბრალოდ ხველასა და სიცხეზე, არამედ:
გულის ანთებაზე, თირკმლის დაზიანებაზე, ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებაზე, იმუნური რეაგირების დარღვევაზე, და ახალ დიაგნოზებზე, როგორიცაა ტიპი 1 დიაბეტი და ჰიპერტენზია.
რას ამბობს უახლესი მეცნიერება?
- Nature Communications (2025):
- 1.2 მილიონზე მეტი ბავშვის ანალიზით დადგინდა:
- COVID-გადატანილ ბავშვებში:
- მიოკარდიტი – 2.8-ჯერ მეტი
- არითმია – 3.2-ჯერ მეტი
- გულის უკმარისობა – 2.5-ჯერ მეტი
- აუცილებელია 6-12 თვიანი მონიტორინგი ინფექციის შემდეგ
[წყარო: https://www.nature.com/articles/s41467-025-56284-0]
- MDPI – Journal of Clinical Medicine (2024):
- ნეირო-კოგნიტიური დისფუნქცია
- მეხსიერების დაქვეითება
- შფოთვა, ემოციური ცვლილებები
[https://www.mdpi.com/2077-0383/14/2/378]
- Times of India (2025):
- თირკმლის ანთება
- ტიპი 1 დიაბეტი
- სისხლის შედედების დარღვევები
[https://timesofindia.indiatimes.com/…/amp…/120541068.cms]
- MedicalXpress (2025):
- არავაქცინირებულ ბავშვებში ხშირად ვლინდება გულისა და ფილტვების გართულებები
[https://medicalxpress.com/…/2025-04-unvaccinated-kids…]
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„საკმარისია ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რომ ბავშვებმა COVID მარტივად გადააქვთ.
დღეს უკვე ვიცით – ინფექცია ბავშვების ორგანიზმში შეიძლება დარჩეს ჩუმად და იმოქმედოს მრავალ ორგანოზე.
საქართველო არ უნდა დაელოდოს შედეგებს, უნდა იმოქმედოს პრევენციულად!
მოვუწოდებ საქართველოს decision-maker-ებს:
შექმენით პოსტ-COVID ბავშვების ჯანმრთელობის მართვის პროგრამა, რომელიც მოიცავს:
- კლინიკურ სკრინინგს (სისხლი, გული, თირკმელი)
- სკოლებში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერებას
- ცნობიერების ამაღლებას მშობლებსა და პედიატრებში
ეს არის ინვესტიცია – თქვენი შვილების მომავალში.
მშობლებო – როგორ უნდა მოვიქცეთ?
- დააკვირდით ბავშვს ინფექციის შემდეგ 6 თვემდე:
- უჩვეულო დაღლილობა
- გულმკერდის ტკივილი
- შფოთვა ან ემოციური ცვლილება
- სწავლაში ან კონცენტრაციაში სირთულე
- მიმართეთ პედიატრს და მოითხოვეთ:
- სისხლის ანალიზი
- გულის გამოკვლევა (EKG/ექო)
- თირკმლის ფუნქციის ტესტები
- საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგის კონსულტაცია
- გახსოვდეთ:
სჯობს, შეამოწმოთ და იყოთ მშვიდად – ვიდრე დაელოდოთ რთულ დიაგნოზს დაგვიანებით.
ძირითადი წყაროები:
- Nature Communications – https://www.nature.com/articles/s41467-025-56284-0
- MDPI – https://www.mdpi.com/2077-0383/14/2/378
- Times of India – https://timesofindia.indiatimes.com/…/articleshow/120541068.cms
- MedicalXpress – https://medicalxpress.com/…/2025-04-unvaccinated-kids…
- RamaOnHealthcare – https://ramaonhealthcare.com/multiple-studies-show-that…/
დამატებითი ინფორმაცია:
შენი ექიმი – სწორი ინფორმაცია ჯანმრთელობისთვის:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი.
WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარეთ ეს სტატია – თქვენი ერთ-ერთი გაზიარება შესაძლოა სხვის შვილს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
#გიორგიფხაკაძე #შენიექიმი #პოსტკოვიდი #ბავშვებისდაცვა #COVIDბავშვებში #აქხარისხია #drpkhakadze #PublicHealthGeorgia