მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას – როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს.
შიო III-მ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბძროლას დამოუკიდებლობისთვის.
თავის სიტყვაში შიო III-მ მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათ უთხრა, რომ “ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს”.
თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთაგონებენ, რომ თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფააა – განაცხადა პატრიარქმა.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ საქართველსო დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებსიკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა ის.
მივესალმები საქართველოს თავდაცვის ჯარებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას.
ასევე მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას -როგორც პავლე მოციქული ამბობს, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე, ამიტომ მნიშნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არის. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთაგონებენ, რომ თითქოს თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა, შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების და ვალდებულებაა აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებებით გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფობრივი დამოუკიდებლობა.
თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიზრუნოთ და ვიშრომოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე. რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებას საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობირივი ღირებულებებისადმი ერთგულება.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ”, – განაცხადა პატრიარქმა.

10 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·