შიდა ქართლში 2 კგ-მდე “მეტადონი” და 0,5 კგ “ალფა-პვპ” ამოვიღეთ – შსს

1 week ago 19

შინაგან საქმეთა სამინისტროსი ინფორმაციით, შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია 2 კილოგრამამდე “მეტადონი” და ნახევარ კილოგრამამდე “ალფა პვპ”.

დანაშაული 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა