სოციალურ ქსელში დოდო მაისაძე ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ბრალდებული ივანე გიგლემიანი აქამდეც იყო პატიმრობაში მკვლელობის გამო.
“ჩემი შვილის მკვლელობამდე ბარმენი დაჭრა მერე მე მომიკლა შვილი მიუსაჯეს 26 წელი, შეეხო ამინისტია გამოვიდა შემდეგ ბიჭი დაჭრა, ისევ იჯდა გამოვიდა ახლა ბიჭს ყელი გამოჭრა… როდემდე 15 წლამდე პატიმრობაო შეიძლება მისი გარეთ ყოფნაა?” - წერს დოდო მაისაძე.
“მაპატიეთ,მაპატიეთ ჩემო კარგო ადამიანებო ორი დღე ა გიჟს ვგევარ. ჩემი 18 წლის ლაშას მკვლელმა ივანე გიგლემიანმა ბარში ყელი გამოჭრა 18 წლის ბიჭს იმ მიზეზით რომ შემთხვევით მხარი გაკრაო როდემდე ხალხო… როდემდე უნდა ხოცოს ჩვენი შვილები ამ ცივსისხლიანმა მკვლელმა. ჩემი შვილის მკვლელობამდე ბარმენი დაჭრა მერე მე მომიკლა შვილი მიუსაჯეს 26 წელი შეეხო ამინისტია გამოვიდა შემდეგ ბიჭი დაჭრა ისევ იჯდა გამოვიდა ახლა ბიჭს ყელი გამოჭრა როდემდე 15 წლამდე კატიმრობაო შეიძლება მისი გარეთ ყოფნაა?მე ხომ ცხოვრება ჯოჯეხეთად მიქცია ჩემი ლშას და იმ ბიჭის ცოდვით ციხეში უნდა დალპეს” - წერს დოდო მაისაძე.
ნანუკა ჟორჟოლიანი დოდო მაისაძის განცხადებას აზიარებს და წერს:
“მკვლელი ამნისტირებული რო ყოფილა ამდენი დანაშაულით, ნორმალურია”.