შეჯიბრებაში მონაწილეობის დროს 24 წლის გოგო გარდაიცვალა: მედიკოსები მომხდარს ცხელ ამინდს უკავშირებენ

4 hours ago 2

მექ­სი­კა­ში, CrossFit-ის შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს, ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. 24 წლის ნა­ი­ე­ლი კლე­მენ­ტე 2 მა­ისს მექ­სი­კის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, სან ან­დრეს ჩო­ლუ­ლა­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, ჩო­ლუ­ლას თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც 37°C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ი­მარ­თა.

მაგ­რამ „გუნ­დუ­რი პი­რა­მი­დის სირ­ბი­ლის“ დროს კლე­მენ­ტეს სუნ­თქვა გა­უ­ჭირ­და და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე მყოფ­მა ექიმ­მა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მოს­ვლამ­დე მისი ხან­მოკ­ლე სტა­ბი­ლი­ზა­ცია შეძ­ლო.

თუმ­ცა, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ად­გი­ნეს, რომ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჯერ არ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კლე­მენ­ტე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­შის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზედ­მეტ სი­ცხე­ში ვარ­ჯი­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის რისკს ზრდის. ეს, რო­გორც წესი, ზრდას­რუ­ლებს ემარ­თე­ბათ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვებ­შიც გან­ვი­თარ­დეს. სირ­ბი­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი იყოს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მი­სა და კუნ­თე­ბის­თვის, რაც ჭარბ ოფ­ლი­ა­ნო­ბას და ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას.

პიტსბურ­გში მოღ­ვა­წე ექი­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მწვრთნე­ლის, დოქ­ტორ ემილ ჰო­ძო­ვი­ჩის თქმით, ფიტ­ნე­სის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა, ახალ­ბე­დებ­მა თუ გა­მოც­დი­ლებ­მა, სი­ცხის დროს არ უნდა შე­ას­რუ­ლონ ისე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბი, რო­გო­რი­ცაა კროს­ფი­ტი.

სრულად წაკითხვა