ბაიერნის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი საუბრობს იმის შესახებ თუ სად უნდა დაასრულოს კარიერა ჰარი კეინმა:
"ჰარი კეინი ამაზე შთამბეჭდავი არასდროს ყოფილა და ბაიერნში კიდევ უფრო კარგი გახდა. არ ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში ალან შირერის რეკორდის მოხსნა მისთვის მოტივაციის წყარო იყოს. მან პრემიერ ლიგაში თავისი საქმე უკვე გააკეთა და მიმაჩნია, რომ კარიერა ბაიერნში უნდა დაასრულოს."
"იმ შემთხვევაში თუ მას ფულის შოვნა დასჭირდება, მაშინ საუდის არაბეთში წავიდეს, თუმცა, ჩემი აზრით, კეინს ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე წელი დარჩენილი კარიერაში, სადაც ის მაღალ დონეზე ასპარეზობას შეძლებს", - თქვა მათეუსმა.