გიორგი შერმადინის ზეშედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ლაგუნა ტენერიფეს მაისურით ლიგა Endesa-ს პირველივე ტურში სუპერმატჩი გამოაცხო და გამარჯვებასთან ერთად MVP-ის ტიტული ჩაიჯიბა. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 38 შეადგინა, რაც შთამბეჭდავი შედეგია და თუკი დარჩენილ 5 მატჩში ამაზე მეტს ვერავინ მიითვლის, ქართველი ცენტრი პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება.
ტენერიფემ პირველ ტურში მანრესას უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით 11 ქულის სხვაობით – 104:93. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:10 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 14-დან 10 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ტენერიფეს კიდევ ოთხმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულის დაგროვება შეძლო: მარსელინო უერტასი (20 ქულა), ბრუნო ფიტიპალდო (11 ქულა), ხაიმე ფერნანდესი (18 ქულა) და როკას გიედრაიტისი (14 ქულა).
ტენერიფე მეორე ტურის მატჩს 11 ოქტომბერს, ანდორაში, ამავე სახელწოდების გუნდთან გამართავს, რომლის ღირსებასაც შერმადინი 2 სეზონის განმავლობაში იცავდა. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა ქართველებს, თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძის და მათე ხატიაშვილის გუნდები პირველი ტურის მატჩებს დღეს, 5 ოქტომბერს ჩაატარებენ. დღეს შენგელიას დაბადების დღეა და ბარსელონას ქართველი ფორვარდი ვალენსიაში ითამაშებს.
GBF.GE