"შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები" - რას წერს მამა ირინეოს შენგელია 8 წლის ხიზირ დერბიჩევის შესახებ

1 hour ago 1

მთე­ლი კავ­კა­სია შეძ­რა 8 წლის ინ­გუ­ში ბი­ჭის ამ­ბავ­მა. ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვი მდი­ნა­რე­ში მე­გობ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­დახ­ტა. მე­გო­ბა­რი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბი­ჭუ­ნა მდი­ნა­რის დი­ნე­ბამ წა­ი­ღო.
მისი ცხე­და­რი 8-დღი­ა­ნი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ იპო­ვეს. ძებ­ნი­სას კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უპ­რე­ცე­დენ­ტო სო­ლი­და­რო­ბა აჩ­ვე­ნა და ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სე ეძებ­და მას.

  • ამ ამ­ბავს რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ხი­ზი­რის თავ­გან­წი­ვამ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლამ­დე მი­აღ­წია. ბი­ჭუ­ნას ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა მამა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია და წერს:

"რა ამა­ყია ინ­გუ­შე­თის მიწა-წყა­ლი შენ რომ უნდა ჩა­გიკ­რას გულ­ში! რა დი­დე­ბუ­ლი ხარ ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვო მთე­ლი კავ­კა­სია რომ შენ გე­ძებ­და… მთე­ლი ქვე­ყა­ნა რომ შენ დაგ­ტი­რის… დიდი თუ პა­ტა­რა შენ­ზე რომ ლა­პა­რა­კობს…

შენ ის ბიჭი ხარ, მდი­ნა­რე­ში რომ ერ­თად შეგ­ვრე­კე მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი, შენი ძვირ­ფა­სი ცხე­და­რი რომ გვე­პოვ­ნა და პა­ტი­ვით მიგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა შენ მშობ­ლი­ურ მი­წას!

ხალ­ხე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გმი­რე­ბის ხვედ­რია და ასე დი­დე­ბუ­ლი ვინ გშო­ბა, შენ­მა და­ლოც­ვილ­მა დე­დამ…ხი­ზირ გა­გი­მარ­ჯოს", - წერს მამა ირი­ნე­ო­სი.

წყარო:: ​ambebi.ge​​​

სრულად წაკითხვა