ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უკანონო გზებით ათობით მილიონის შოვნაში ადანაშაულებენ, რაც ფეხბურთელების საბაზრო ღირებულების ხელოვნურად გაზრდას უკავშირდება.
როგორც წერენ, საქმე კოსტას მანოლასის და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერებს ეხება, რომელთა ღირებულებაც დე ლაურენტისმა და მისმა მარჯვენა ხელმა, ანდრეა კიაველიმ უკანონოდ გაზარდეს, რათა რამდენიმე ათეული მილიონი თაღლითურად მიეთვისებინათ.
ამაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა. სხვათა შორის, როდესაც დე ლაურენტისი საფრთხეში გაეხვა, ხვიჩა კვარაცხელია ჯერ კიდევ ნაპოლიში თამაშობდა და ახალი კლუბის აქტიური ძიების პროცესში იყო ჩართული.
ალბათ, ამ ამბის მერე კიდევ უფრო ნაკლებად გვიკვირს ის ფაქტი, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვას ლაურენტისის გუნდთან პრობლემები ჰქონდათ და საბოლოოდ კვარამ პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო..