ყურადღებით მოუსმინეთ ნინო სუხიშვილს

1 week ago 9

ანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“რასაც ჩვენ ვაკეთებთ,  ის არის აბსოლუტურად ეროვნული, ქართული, ტრადიციული და ჩვენზე კარგად ჩვენს ტრადიციებს და ჩვენი ოჯახის ტრადიციებს, ჩვენი წინაპრების ტრადიციებს არავინ არ დაიცავს, ნამდვილად ამის გარანტიას გაძლევთ.

მახოსვს, ქალბატონმა ნინო რამიშვილმა როცა დადგა 80-იანი წლების დასაწყისში ცეკვა აფხაზური, რამხელა კრიტიკა მოყვა ამას. კიდევ კარგი არ იყო მაშინ სოციალური ქსელი. შეურაცხყოფამდე მიდიოდა ხალხი ამ აფხაზური ცეკვის დადგმის მერე, იმდენად მოდერნისტული მოეჩვენათ. დღეს ამას ცეკვავს ყველა ანსამბლი და ჰგონიათ, რომ ასე იყო ეს ცეკვა – ეს ასე არ იყო, ეს დადგა ნინო რამიშვილმა.

გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან ხშირად ბებიაჩემს და ბაბუაჩემს ატრიალებენ საფლავში ჩემთვის გაუგებარი მიზნით და იმდენს ატრიალებენ, რომ ალბათ ნამდვილად ცეკვავენ იქ.”

სრულად წაკითხვა