ყოფილი პრემიერი "ქართულ ოცნებას" პროდასავლურ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

4 hours ago 2

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” მთავრობას პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. თავის ფეისბუკის გვერდზე ის პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა, ვიდეოს აქვეყნებს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი დაკავებულებს “სინდისის პატიმრებად” მიიჩნევს.

კვირიკაშვილის თანახმად, ამ ადამიანების გამოშვება არ იქნება “სისუსტის გამოვლენა” და საზოგადოებაში “დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობდა ხელს”

“დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს. გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც”, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

უკვე 167 დღეა, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.

„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

"პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ" "ქართული ოცნების" ხელისსუფლებენ დასავლელი პარტნიორებიც.

მაშ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 აპრილს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღოდა, დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად, „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.

სრულად წაკითხვა