„ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს” – როგორ ცხოვრობს ტოჩინოშინი სუმოდან წასვლის შემდეგ და რას ჰყვებოდა იაპონელ მეუღლესა და პირველ ქორწინებაზე

6 days ago 7

2024 წლის 4 თე­ბერ­ვალს ტო­კი­ო­ში, “რი­ო­გო­კუ კო­კუ­გი­კა­ნის” სა­სახ­ლე­ში ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტის ლე­ვან გორ­გა­ძე (ტო­ჩი­ნო­ში­ნი) სუ­მო­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ცი­ლეს.

თმის კვე­თის ტრა­დი­ცი­ულ ცე­რე­მო­ნი­ას, „დან­პა­ცუ-შიკ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ლე­გენ­და­რულ­მა სუ­მო­ის­ტებ­მა მი­ი­ღეს. ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტის დე­ბი­უ­ტი 2006 წლის მარ­ტში შედ­გა. ორი წლის შემ­დეგ მან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სუ­მოს ექ­ვსი­დან უმაღ­ლეს დი­ვი­ზი­ონს მი­აღ­წია. 2018 წელს გორ­გა­ძემ იმ­პე­რა­ტო­რის თასი მო­ი­პო­ვა, ორ თვე­ში კი ოძე­კის, სუ­მოს იერ­არ­ქი­ა­ში რი­გით მე­ო­რე წო­დე­ბა მი­ი­ღო.

ტო­ჩი­ნო­შინ­მა კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ 2023 წლის მა­ის­ში გა­მო­ა­ცხა­და.

კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტო­ჩი­ნო­ში­ნი ცხოვ­რე­ბას ია­პო­ნი­ა­ში აგ­რძე­ლებს, სა­დაც მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ერ­თო შვილს ხა­რე­ბას ზრდის. მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­მოს ლე­გენ­და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ია­პო­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში – ახა­ლი კლუ­ბე­ბი­სა და სექ­ცი­ე­ბის გახ­სნა უკვე პრო­ცეს­შია.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ტო­ჩი­ნო­ში­ნი მე­ო­რედ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მას ია­პო­ნე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავთ, რო­მელ­საც ხა­რე­ბა ჰქვია. ცნო­ბი­ლია, რომ ლე­ვან­მა მე­ო­რე შვილს პა­პის სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

ია­პო­ნელ მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად

“ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, ია­პო­ნი­ა­ში წა­მოს­ვლამ­დე გა­დავ­წყვი­ტე – თუ ვაჟი მე­ყო­ლე­ბა, ხა­რე­ბა უნდა და­ვარ­ქვა-მეთ­ქი! მად­ლო­ბა უფალს, რომ ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა” – ამ­ბობ­და ტო­ჩი­ნო­ში­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მის პირ­ველ ოჯახს, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ამი­ტომ უჭირს პირ­ველ შვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია.

“ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი, და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, უჩე­მოდ იზ­რდე­ბა. ისე მოხ­და, რომ ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მე ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. უკვე შვი­დი წლის ხდე­ბა ჩემი შვი­ლი და 2-ჯერ მყავს მარ­ტო ნა­ნა­ხი. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმას ვაკ­ლი­ვარ.

ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­შო­რე­ბის შემ­დეგ და­ძა­ბუ­ლია დღე­საც. არ მაქვს ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ შვი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლო. ვე­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მოვა ის დრო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რაც მას და­ვა­კე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ შევ­ძე­ლი, ავა­ნა­ზღა­უ­რო.” – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გორ­გა­ძემ.

„ისე მოხ­და, რომ ჩემს მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ამის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ია­პო­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ემი.“ – ჰყვე­ბა მე­ო­რე მე­უღ­ლე­ზე ტო­ჩი­ნო­ში­ნი.

სრულად წაკითხვა