ყველაფრის თავიდან დაწყება ნებისმიერ წამს შეგიძლია… აქ არასდროს არის გვიან…

8 hours ago 2

წლებია ამ ქალაქში ვცხოვრობ და რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ: ნიუ-იორკი არ არის მხოლოდ კედლები, ქუჩები და ხმაური — აქ ყოველი დღე – ცხოვრების უდიდესი გაკვეთილებია. 

ნიუ იორკში საკუთარ თავს თავიდან იპოვი, თავდაჯერებულობას მოიპოვებ და დამოუკიდებლობას ნამდვილ ძალად აქცევ.

გაკვეთილები, რაც ნიუ-იორკმა მასწავლა

მარტო ყოფნა და მარტოსულობა ერთი და იგივე არ არის! ნიუ-იორკი გასწავლის, როგორ იყო მარტო და მაინც გრძნობდე თავს სამყაროს ნაწილად. თუნდაც ქალაქის ქაოსსში შენ ხარ შენ — და ეს საკმარისია.

არ უნდა იჩქარო, რომ მოხვდე იქ, სადაც გინდა.
ნიუ-იორკში ყველა გარბის, მაგრამ შენ შეგიძლია შენი სიჩქარით იცხოვრო. ვისწავლე, რომ ხშირად ნელა სიარული უფრო შორს მიგიყვანს ვიდრე სირბილი. სიმშვიდე — ძალაა, თან ყველაზე ძლიერი!

 ყველაფრის თავიდან დაწყება ნებისმიერ წამს შეგიძლია. აქ არასდროს არის გვიან. ნიუ-იორკში ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა.

 უცნობებთან გამოლაპარაკება ყველაზე გულწრფელია.
ნიუ-იორკში ვისწავლე — ქუჩაში პატარა დიალოგები ან მოულოდნელი ხუმრობა , კომედიური სიტუაცია შეიძლება გახდეს შენი დღის ან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი. აქ ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები ხანდახან გეგმის გარეშე იწყება.

 შეგიძლია საკუთარი თავის უამრავი ვერსია იყო. დილით იმუშაო, საღამოს ტურები ატარო, ღამე იცეკვო, გაგიჟდე. თავზე პიანინო დაიდგა. რატომაც არა? ნიუ-იორკი შესაძლებლობას გაძლევს, არ შეიზღუდო თავი. ყველა ვერსია შენია და ყველა ნამდვილია და აქ შენ ამის ახსნას არავინ გთხოვს 

აქ ცხოვრება მარტივდება, როცა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას აღარ ცდილობ.
რწმუნდები, რომ სისულელეა ვინმეს მოაჩვენო, დაეჯიბრო, ჯინაზე მოიქცე ან უბრალოდ შენი არსებობა და ნაბიჯები უხსნა.

გინდა ბედნიერად იყო? საკმარისია იყო გულწრფელი, იცინო გულით, იპოვო სიმშვიდე და აკეთო რაც გიყვარს, არ ავნო, არ იბოროტო და დანარჩენს ნიუ იორკი მიხედავს. ყველაფერს მოაწესრიგებს. ბედნიერ დღეებს და მომენტებს არ დაგაკლებს. 

წყარო: NYC TalkWalker

სრულად წაკითხვა