ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

2 hours ago 2

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიის პრიორიტეტი საქართველოზე ზრუნვაა და ამაში ახალ პატრიარქს სინოდის სწვა წევრებიც “შეეხიდებიან”.

გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი. საქართველოზე ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში. წმინდა სინოდი, ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში”, – თქვა მეუფე ისაიამ.

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.

სრულად წაკითხვა