შორენა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა გოგონას აითაჯ მამედოვას შესახებ წერს.
"აითაჯის დაკრძალვაზე ვართ. ბებიასაც იგივე კითხვა აქვს. თუ შესაძლებელი იყო წყლის დონის დაწევა მაშინ აითაჯის დაკარგვის დროს იგივე რატომ არ გაკეთდა?!, "მოლებთან რამდენჯერ ვიყავი, მაგრამ მე გულში ვიცოდი ეს შენ იყავი” - მიატირა დედამ. ყველანი დამნაშავები ვართ ამ ოჯახის წინაშე." - წერს შორენა ლობჟანიძე.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, მას შემდეგ, რაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად მანქანა მდინარეში გადავარდა, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს.
ოჯახის ცნობით, იგი აღმოჩნდა 44 დღის წინ გაუჩინარებული აითაჯ მამედოვა.