ატოპიური დერმატიტი ბავშვებში
რა არის გამომწვევი მიზეზი და როგორ ავირიდოთ თავიდან.
დერმატოლოგ ზაზა თელიას რჩევები:
„ატოპიური დერმატიტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. დერმატოლოგიაში შეიძლება დავაყენოთ მეორე ადგილზე აკნეს შემდეგ.
სამწუხაროდ, ატოპიური დერმატიტი სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხდება ბავშვებში.
ატოპიური დერმატიტი არ არის ალერგიული დაავადება. არსებულმა ახალმა თეორიებმა და სამეცნიერო მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ ატოპიური დერმატიტი ეს არის კანის ბარიერული დარღვევა. კერძოდ, ფილაგრინის გენის მუტაციის შედეგად. კანის ბარიერული დეფექტის გამო კანი კარგავს სითხეს/წყალს, რაც იწვევს კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამოშრობას. ამას ემატება ე.წ. ტრიგერები, ანუ მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც კანი ბარიერული დეფექტის გამო ხდება ჰიპერმგრძნობიარე.“
რატომ არის ატოპიური დერმატიტი ასე გავრცელებული?
„ატოპიურ დერმატიტს აქვს კომორბიდული მდგომარეობები. კომორბიდული მდგომარეობა ნიშნავს, როდესაც ადამიანს აქვს ერთი დაავადება და აქვს კიდევ სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
ყველაზე აუტანელი და შემაწუხებელი სიმპტომია ქავილი, ძალიან ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით საღამოს ან ღამის პერიოდში. რომელიც იმდენად შემაწუხებელია, რომ დარღვეულია ბავშვის ძილი, დარღვეულია მშობლების ძილის რეჟიმი, იმდენად ნეტაგიურ ფსიქოლოგიურ განწყობას იწვევს, რომ შეიძლება განვითარდეს დეპრესია.
ატოპიური დერმატიტი არ არის მხოლოდ ქავილით მიმდინარე დაავადება, კანიც ზიანდება, იწვევს გამონაყარს, კანის შეწითლებას, აქერცვლას. ქავილის დროს კანის თვითდაზიანებას აკეთებს. ამ დროს კიდევ უფრო მეტად ზიანდება კანი და უფრო მეტად იმატებს ქავილი.“
კონკრეტული უბნები, სადაც უფრო მეტად არის გამოვლენილი ატოპიური დერმატიტი
„არსებობს სპეფიციურად და არასპეფიციურად მიმდინარე ატოპიური დერმატიტი.
სპეფიციურად მიმდინარე ატოპიური დერმატიტის საყვარელი ადგილებია სახის არე, პირისა და თვალის გარშემო, ყურის ნიჟარების უკან, სკალპზეც შეიძლება, იდაყვებისა და მუხლების მომხრელი ზედაპირები. ჩვილ ბავშვებში შესაძლებელია საფენის ქვეშ შეგვხვდეს, ასევე მაჯებზე, მტევნებზე, ტერფებზე.“
ატოპიური დერმატიტის დროს კანის მოვლა
„ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოვლა. ყოველდღიური ბანაობა უკეთესია. ბანაობის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კანის დატენიანება. ბანაობა არ უნდა გაგრძელდეს 10-15 წუთზე მეტხანს. აბაზანის შემდეგ დაუყოვნებლივ, 1 წუთში უნდა მოხდეს კანის დატენიანება. თუ 1 წუთის შემდეგ მოხდება კანის დატენიანება, უკვე აზრი აღარ აქვს..“