არგენტინის ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველმა, ალექსის მაკალისტერმა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, "პარი სენ-ჟერმენის" მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გამოხატა. მაკალისტერმა ფრანგულ გრანდს „მსოფლიოს საუკეთესო გუნდი“ უწოდა და ხაზი გაუსვა კლუბის თამაშის სტილს, დისციპლინას და შემადგენლობას.
მაკალისტერმა გამორჩეულად აღნიშნა "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე, 7-ნომრიანი შემტევი — ხვიჩა კვარაცხელია. არგენტინელის თქმით, ეს ფეხბურთელი ნამდვილი ვარსკვლავია და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი თამაშით.
„მათ თამაშს რომ უყურებ, გრძნობ, როგორ სწრაფად და ორგანიზებულად მოქმედებენ. ყველა ფეხბურთელი მოძრაობაშია, ბურთთან საოცრად თავდაჯერებულები არიან. ნამდვილად ტოპ-დონის გუნდია“, — განაცხადა მაკალისტერმა YouTube-შოუში La Casa del Kun, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელი სერხიო აგუერო უძღვება.