WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილე საბა ჯიქია და დავით ხომერიკი, ასევე 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული სიმონ მახარაძე შეიწყალა.

ინფორმაცია ჯიქიას, ხომერიკისა და მახარაძის შეწყალების თაობაზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მას დაადასტურეს ადვოკატებმაც.

18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებოდა. 2025 წლის 10 ივლისს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე, ძმასთან, ზუკასთან ერთად დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი გზას ხელოვნურად კეტავდნენ და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. გამოძიების მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ დავითი და მისი ძმა გაჩხრიკეს და სწორედ მაშინ იპოვეს დავითის ზურგჩანთაში „მოლოტოვის კოქტეილები“. საქმე გადაკვალიფიცირდა და ის ცეცხლის წაკიდების მომზადებაში დაადანაშაულეს. ხომერიკს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

სიმონ მახარაძე 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მიხედვით, სასჯელის სახედ განისაზღვრა 1 წლით პატიმრობა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
მიხეილ ყაველაშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 ადამიან შეიწყალა, მათ შორის შორის ერთ-ერთი არის ფრიდონ ბუბუტეიშვილი, - დემონსტრანტი, რომელიც 2024 წლის მაისში დააკავეს - „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას.

ამ ეტაპზე უცნობია, გათავისუფლებული დემონსტრანტებიდან ყველას ჰქონდა თუ არა მიმართული პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით.