„არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამბობენ პრესსამსახურში და დასძენენ, რომ მოწვევაც არ მისვლიათ.
ყოველ წელს, 9 მაისს რუსეთი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვებას აღნიშნავს. წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო თუ არა მიხეილ ყაველაშვილი - ამ საკითხზე გამოცემა SOVA-მა კითხვა რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას დაუსვა. მან არც უარყო და არც დაადასტურა, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის იყო მიხეილ ყაველაშვილი.
ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ მოწვევა მიხეილ ყაველაშვილმა და ის დასწრებას აპირებდა:
„ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან ერთად ახლა უკვე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოწვევა არალეგიტიმურ დე ფაქტო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიღებული აქვს და რომ ღალატის ქრონიკის კულმინაციად, რომელსაც გასული კვირების განმავლობაში ვუყურებდით ღალატის კომისიაში, სწორედ წითელ მოედანზე, ყაველაშვილის პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმის ჩაბარება იგეგმება“.