ქუთაისი ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე

1 week ago 14

ფიბა-მ ახალ სეზონი დაიწყო. პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგისა და ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას როგორც ქართული კლუბი, ისე ქართველი არბიტრები მიიღებენ. ქართული სუპერლიგის ჩემპიონი ქუთაისი დღეს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩში დანიის ჩემპიონ ბაკენ ბეარსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელები საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავლენ, სადაც კოსოვოს ტრეპკასა და ნიდერლანდების დენ ბოსხის შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. წაგების შემთხვევაში იმერული კლუბი ფიბა ევროპის თასზე (ჯგუფურ ეტაპზე) გადაინაცვლებს.

სწორედ ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იმართება ცალკე საკვალიფიკაციო თამაშები, რომელთაგან ერთ-ერთს ქართველი არბიტრი, კირილე თვაური მოემსახურება. აღნიშნული შეხვედრა ბაქოში, 24 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც აზერბაიჯანის ჩემპიონი აბშერონინი კვიპროსის ანორთოსისს უმასპინძლებს.

კირილე თვაური (მსაჯი)
24 სექტემბერი. ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. ბაქო (აზერბაიჯანი).
აბშერონინ (აზერბაიჯანი) – ანორთოსის ფამაგუსტა (კვიპროსი)

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა