“ქოცებისთვის ორიოდე შეკითხვა მაქვს გონების გასავარჯიშებლად… როგორ მაინტერესებს, რა პასუხამდე მიხვალთ🙂” – ვახო სანაია

1 day ago 2

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით (რაც BBC-ს მიერ მომზადებულ მასალაშია ინფორმაციებად/ფაქტებად წარმოდგენილი), ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განმარტებების გამო, ჟურნალისტი ვახო სანაია, კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს მმართველი გუნდის წევრებს/მხარდამჭერებს:

ქოცებისთვის ორიოდე შეკითხვა მაქვს გონების გასავარჯიშებლად.

თქვენი აზრით, რატომ არ უარყო ირაკლი კობახიძემ BBC-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი?

ეთქვა, საერთოდ არ ვიცი, რა ფურცელია ეგ, ყალბია, ფარატინაა, დიპ სტეიტის დახატული ფეიკია და ჩალის ფასი აქვსო.

რას ფიქრობთ, რატომ არ თქვა?

მართლაც ჩვეულებრივი სია ჩანს კადრში და რაღაცებია ჩამოწერილი. ეთქვა, სისულელეაო. რა უშლიდა ხელს?

მერე გაეგრძელებინა და ეთქვა, შესაბამისად, მაგ ფურცელზე მითითებული UN 3439 ჯგუფის არც ერთი ნივთიერება არ გამოგვიყენებია, რა სისულელეს გვაბრალებთო.

როგორ მაინტერესებს, რა პასუხამდე მიხვალთ🙂“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა