“ქოცების ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვაბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა!” – პაატა მანჯგალაძე

1 month ago 23

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

ქოცების ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვაბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა!

„ღალატის კომისია“ – მტრის გამართლებისა და საზოგადოების დაშინების უიმედო მცდელობა!

მეტი რეპრესიები – შიშის ნიშანია, არა ძალის!

ოპოზიციაზე, მედიაზე და აქტივისტებზე შეტევა – სიმართლის ჩახშობის ამაო მცდელობა!

პუტინის პროპაგანდის გახმოვანება – ღია აღიარებაა, რომ ისინი ქვეყნის მტრის სამსახურში არიან!

რეპრესიები იზრდება, რადგან სასურველ შედეგს ვერ იღებენ – ჩვენი წინააღმდეგობა მათ მანევრის სივრცეს უზღუდავს!
ეს ნიშნავს რომ პროტესტი ვერ გატეხეს!

მხოლოდ სხვების კრიტიკა არაფერს მოგვცემს!
ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია – თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ.

თვითკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს შორის არსებობს სწორი გზა – მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი მოქმედება, მეტი გაბედულება, მეტი ერთიანობა!” – პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა