ქოჩორაშვილი „ლევანტედან“ პორტუგალიურ „სპორტინგში“ გადადის

4 months ago 42

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ესპანური „ლევანდეტან“ პორტუგალიურ „სპორტინგში“ (Sporting CP) გადადის.

ინფორმაციას „ლევანტეს“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.

კლუბის ცნობით, შეთანხმებას ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგთან“ გასულ შაბათ-კვირას მიაღწიეს.

ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 30 ივნისამდე ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ რჩება იჯარით, შემდეგ კი პორტუგალიაში გადავა.

სწორედ „სპორტინგი“ იყო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს პირველი კლუბი პროფესიონალურ კარიერაში.

სრულად წაკითხვა