"ქოჩორას წასვლით გუნდი სულს დაკარგავს" - როგორ ემშვიდობებიან ლევანტეს ფანები ქართველს

1 month ago 29

უკვე ოფიციალურად, ვალენსიურმა ლევანტემ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი ლისაბონის სპორტინგში დაადასტურა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა ლევანტეს ფანებმა ძალიან განიცადეს:

"კიდევ კარგი, რომ სეზონის ბოლომდე მაინც იქნება ჩვენთან"

"ქოჩორაშვილის წასვლით გუნდი სულს დაკარგავს"

"მისი ტრანსფერი გარდაუვალი იყო"

"მეგონა, რომ აქამდეც დავკარგავდით ქოჩორაშვილს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია"

"მომავალში ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს, ახლა კი იმედია ლა ლიგაში დაგვაბრუნებს"

"ნახევარდაცვის და გუნდის ძრავი! მადლობა ყველაფრისთვის!", - წერენ ლევანტეს ფანები.

სრულად წაკითხვა