ქორწილია, ქორწილი! – სად და როდის გაიმართება კარლო პონტის და მარიამ შარმანაშვილის ქორწილი (ვიდეო)

4 months ago 49

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილის, კარლო პონტისა და მისი ქართველ რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის ქორწილი საქართველოში 26 ივლისს გაიმართება. 

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ფიტნესის ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა და ერთი ნახვით შეყვარების ეს თავბრუდამხვევი თავგადასავალი ამად ღირს!

„ჰოლივუდის ფილმად“ ქცეული ნამდვილი ამბის ბედნიერი დასასრულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა ალ ბანომ სან-მარინოს მუსიკალური ფესტივალზე ექსკლუზიურად ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავის ვაჟმა მარიამს ცოლობა შარშან სექტემბერში, ლეგენდარული დედის დაბადების დღის წვეულებაზე სთხოვა, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში.

მარიამმა „კურიერი P. S.“-სთან ლეგენდარულ მსახიობთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სოფი ლორენი მას თბილად შეხვდა.

ცხადია, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსმა ქართულ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მარიამი თავისი „ინსტაგრამის“ გამომწერების კითხვებს დაუღალავად პასუხობს. ხშირად დასმულ კითხვებს შორის ყველაზე პოპულარულია: „როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია?“ მარიამი ამ კითხვას ლაკონიურად პასუხობს: „საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ერთად“.

ამავე თემაზე: ფოტოზე მიწერილი BELLISSIMA და „ჰოლივუდის ფილმად“ ქცეული ნამდვილი ამბავი – სოფი ლორენის შვილის და მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია (ვიდეო)

ფოტოზე მიწერილი BELLISSIMA და „ჰოლივუდის ფილმად“ ქცეული ნამდვილი ამბავი – სოფი ლორენის შვილის და მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია (ვიდეო)

სრულად წაკითხვა