ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა

2 months ago 23

ქობულეთში, მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა თაიმსი” ავრცეკებს. არსებული ცნობით, დაშავდა ობიექტის თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ მაღაზიის კონსულტანტია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის შედეგად მაღაზიის ვიტრინა ჩაიმსხვრა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სრულად წაკითხვა