ქარმა თბილისში ხეები წააქცია

2 months ago 34

ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები წააქცია, ნაწილს ტოტები მოტყდა. ინფორმაცია ავრცელებს დედაქალაქის მერიის პრესსამსახური.

პრობლემები შეიქმნა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში.

„თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები“, - აცხადებენ მერიაში.

ფორუმი

სრულად წაკითხვა