
„ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ახალი უწყების – რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ, რადგან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლილუაშვილის ნაცვლად მინისტრის პოსტს კახაბერ გულედანი დაიკავებს.
კობახიძემ ლილუაშვილი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელობის კანდიდატად 2 აპრილს დაასახელა. მაგრამ ორი დღის შემდეგ, 4 აპრილს, მან განაცხადა, რომ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ მას „განსხვავებული შეხედულებები“ ჰქონდა სამინისტროს მუშაობის პრინციპებზე, მათ შორის განსახორციელებელ საკადრო პოლიტიკაზე.
რეგიონული განვითარების მინისტრობის ახალი კანდიდატი კახაბერ გულედანი 2016-2017 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, განაცხადა კობახიძემ გულედანის წარდგენისას, რომელმაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის არჩევას. მან ამ პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის პოსტს გასული წლის ბოლოდან იკავებდა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/11/2024 – პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამი ახალი წევრი წარადგინა
- 25/09/2024 – კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
- 18/10/2024 – კულტურის ახალი მინისტრი დაინიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ სპორტის სამინისტროს გამოყოფას გეგმავს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
03/04/2025 - 17:42
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამიდან ერთ წლამდე შეუმცირა
02/04/2025 - 12:30
„ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები გამოცხადდა
14/03/2025 - 13:15
„ქართული ოცნების“ ლიდერები „დიფ სთეითის“ შეთქმულების შესახებ ნარატივს აძლიერებენ
07/03/2025 - 13:19
ირაკლი კობახიძე თურქმენეთს სტუმრობს
06/03/2025 - 17:19
ირაკლი კობახიძე: ISFED-ი მოქმედებდა ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ
05/03/2025 - 15:10