ქართული ძიუდო | იოანე აბალაკი მსოფლიოს ჩემპიონია!

1 month ago 17

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის +90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იოანემ იაპონელი ტაიკო ტოკიტა დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა ტაიკოს აქტიურობით მიმდინარეობდა, თუმცა დამატებით დროში იოანემ პირველივე შანსი გამოიყენა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

ფინალამდე იოანემ ნიდერლანდელი, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, უზბეკი და ჩეხი მეტოქეები დაამარცხა.

არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა ნახევარფინალური დაპირისპირება, სადაც იოანემ ბოლო წამებში მოახერხა გამარჯვების მომტანი ვაზარის მოპოვება.

სრულად წაკითხვა