„ქართული ოცნების“ ინიციატივით, პოლიტიკური თემატიკის გადაცემების არმქონე მაუწყებლებს დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ

2 hours ago 1
Photo: mediachecker.ge

საქართველოს სადავო პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელთა ფარგლებშიც პოლიტიკური თემატიკის გადაცემების არმქონე „სპეციალიზებულ მაუწყებლებს“ დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი ცვლილებებით მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ სპეციალიზებულ მაუწყებლებს, რომელებიც ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით – სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი – მაუწყებლობენ. ცვლილება არ შეეხებათ იმ ტელეარხებს, რომლებიც საინფორმაციო გადაცემებს ან სოციალურ-პოლიტიკურ თოქშოუებს ამზადებენ.

ამასთან, მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იქნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. კომისიის გადაწყვეტილების „დადგენილ ვადაში“ შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა