
„ქართული ოცნება“ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის შემოღებას გეგმავს, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეს ზომა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ იქნება გამოყენებული, თუმცა არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში.
მდინარაძის თქმით, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რომ „ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად“.
მან ასევე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა შესაბამისი პრეცედენტი ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულ საქმეზე არ უსაუბრია.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, რომლებიც ქვეყნის ნარკოპოლიტიკას გაამკაცრებს. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მეორე მოსმენა კი მიმდინარე კვირასაა ჩანიშნული. ცვლილებების მთავარი სამიზნეები ნარკორეალიზატორები არიან, ხოლო მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისათვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ცვლილებების თანახმად, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს არიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოერთმევა მართვის უფლება, ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღის ფლობის უფლება.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/02/2025 – „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს
- 14/02/2024 – სავარაუდოდ ზედოზირებით ახალგაზრდას გარდაცვალებამ სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შესახებ წუხილები განაახლა
- 11/09/2018 – მთავრობა ექსპორტზე გატანის მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
11/03/2025 - 15:28
„ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აანონსებს
10/03/2025 - 13:29
მდინარაძე: „რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა პროქსი ომი აწარმოეს“, „დიფ სთეითის“ ფუნქცია „მარიონეტულმა მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე
18/02/2025 - 12:20
„ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას გეგმავს
06/02/2025 - 17:51
სახდეპი: ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს იყენებენ
05/02/2025 - 20:13
„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს
03/02/2025 - 16:30