“ქართული ოცნება” – აგერ ჩანს თქვენი უბადრუკობა და პოლიტიკურ-სახელისუფლებო მაზოხიზმიც“ – გოჩა მირცხულავა

1 month ago 6

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

“ქართული ოცნება” – აგერ ჩანს თქვენი უბადრუკობა და პოლიტიკურ-სახელისუფლებო მაზოხიზმიც.

თქვე უბედურებო! სახელმწიფო მებრალება იმის გამო, რომ სტალინის ეკლესიის მეუფედ წოდებულს შეუძლია ბანდფორმირება ჰყავდეს.

ჩემთვის გასაგებია ამის ფინალი – ბოლოს მოილაპარაკებთ, შეთანხმდებით, და იმასაც დაიბრალებთ , რომ ეგ ავტომატიანი ტიპები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრები იყვნენ.

ჰო, კარგად იცით მაგ კანტორის შანტაჟს უნდა დაემორჩილოთ.

იმანაც კარგად იცის რასაც აკეთებს – უბრალოდ გოიმები ხართ თქვენც და ეკლესიის ახლანდელი “მმართველები” – ერთი ნაბიჯით დაგასწროთ, თორემ მანდ რომ არავინ არავის კლავდა დღესავით ნათელია.

ძალიან სირცხვილია ხელისუფლებად იწოდებოდე – უდანაშაულო ადამიანებს შეთხზული არაკებით ციხეში ამწყვდევდე, თავ-პირს ამტვრევდე და იქ, სადაც მართლა ხელისუფლებაც უნდა გამოავლინო და ძალაუფლებაც ჩაჯმული იყო.

სხვა კიდევ – ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია – არავინ არავის არ კლავდა. კონტროლს გავიდა, როგორც რელიგიურ ისევე სამოქალაქო კონტექსტში და პასუხი რომ არ ეგო – ამ ქაჯებს დაასწრო. ჰო, რელიგიური კონტექსტი დიდად არ აღელვებს სხვათა შორის – რასაც მას შეედავებიან – იმავეს შეედავება სხვებსაც – ამათთან მაგიტომაც არის რიხით. განსაკუთრებით ქორეპისკოპოსთან – რომელიც მოსაყდრედ არც მოიხსენია.

შინჯიკაშვილი კიდევ საერთოდ სხვა – თითიდან გამოწოვილი თემაა – კარგად შერჩეული სხვათა შორის, მავანთათვის საამო…“

სრულად წაკითხვა