ამერიკაში Harmony Sweepstakes A Cappella Festival გაიმართა. მასში მონაწილეობა ქართველმა მომღერლებმა სოსო ჩაჩუამ, რატი გელოვანმა, მარიტა ხვედელიძემ, კატო ჩქარეულმა, ბარბარე ბარამიძემ და ანასტასია ბერიშვილმა მიიღეს და უმაღლესი ჯილდო – გრან პრი დაიმსახურეს.
საბა ჩაჩუა, მომღერალი:
“ზოგჯერ მართლა რთულია გაიგო, როგორ შეიძლება ბავშვები ამხელა საერთაშორისო წარმატებას აღწევდნენ და საკუთარ ქვეყანაში მაინც უწევდეთ ელემენტარული მხარდაჭერის მოლოდინში ყოფნა.
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ბუკა კარტოზიას – ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, ამდენი წელი იშრომა და ბავშვებს მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნიჭი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ.
ასეთი შედეგები შემთხვევით არ მოდის.
ამის უკან დგას უდიდესი შრომა, რწმენა, მოთმინება და სიყვარული იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებ.
TheBookmarks_Official – ბავშვების ჯგუფი, რომელიც უკვე წლებია საქართველოს სახელით დგას მსოფლიოს სცენებზე და შედეგებიც უბრალოდ დაუჯერებელია:
1. Leipzig International A Cappella Festival-ის გრანპრის მფლობელები
2. Vokal.Total-ზე მიღებული აქვთ:
• Singing Beyond Our Years
• Audience Favorite
• კონკურსის გრანპრი
3. Leipzig International A Cappella Festival-ის შემდეგ მიიწვიეს სოლო კონცერტისთვის ლაიფციგის ცნობილ დარბაზში – Gewandhaus
4. და ახლა უკვე BOOKMARKS-მა მოიგო Harmony Sweepstakes A Cappella Festival ამერიკაში.
ეს უბრალოდ „ნიჭიერი ბავშვების ჯგუფი“ აღარ არის.
ეს არის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელს ძალიან დიდ სცენებზე ატარებენ.
და ყველაზე ემოციური ისაა, რომ ამ ყველაფრის უკან ხშირად მხოლოდ ბავშვების შრომა, მშობლების თავდადება და რამდენიმე ადამიანის მხარდაჭერა დგას.
ყოველგვარი დიდი რესურსების გარეშე.
წარმოიდგინეთ, გერმანიაში სოლო კონცერტი გაუმართეს, დარბაზი გაავსეს… და საქართველოში ჯერ საკუთარი დიდი კონცერტიც კი არ ჰქონიათ.
არავინ არის ვალდებული ვინმეს გზა გაუკვალოს, მაგრამ როცა ბავშვები ამდენს აკეთებენ ქვეყნის სახელით, მგონია, რომ მინიმუმ ყურადღებას და დაფასებას მაინც იმსახურებენ.
იმიტომ, რომ ასეთ დროს ყველაზე ცუდი გულგრილობაა.
bukmarks „რანინას“ დიდი ოჯახის ნაწილია და დღესაც ეს პატარა წრე მშობლები, ბავშვები და ადამიანები, ვისაც მათი სჯერა ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს გზა გაგრძელდეს.
ძალიან მინდა, რომ ასეთ ბავშვებზე უფრო ხშირად ვსაუბრობდეთ მაშინ, როცა მათ რაღაც სჭირდებათ კი არა მაშინაც, როცა უბრალოდ იმსახურებენ ყურადღებას.
ბავშვებო, მართლა მთელი გულით მიყვარხართ და მეამაყებით!”

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·