29 ივნისს, ლას-ვეგასში, UFC 317-ის ფარგლებში, ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირასთან უმნიშვნელოვანეს ბრძოლას გამართავს. დაპირისპირება ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულისთვისაა და თბილისის დროით დილით, 07:00 საათზე დაიწყება.
პრესკონფერენციაზე თოფურიამ დააანონსა, რომ ტიტულის მოპოვების შემთხვევაში მომდევნო მეტოქედ ჯასტინ გეიჯის ელის: „ვფიქრობ, შემდეგი, ვინც ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს, ჯასტინ გეიჯია“, – განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
„ელ მატადორის“ სიტყვები ცხადყოფს, რომ მისი სამომავლო გეგმები უკვე დასახულია – ახლა კი მთავარი მიზანი ოლივეირას დამარცხებაა.