ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა

4 months ago 26

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ბოლო ნახევარფინალისტი გახდა ჩელსი, რომელმაც პირველი მატჩის 0:2 წაგების შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში 3:0 დაამარცხა მანჩესტერ სიტი და ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა.

მაშ ასე, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

არსენალი-ლიონი

ბარსელონა-ჩელსი

პირველი მატჩები 19 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 26 აპრილს. ფინალი 24 მაისს ლისაბონში, ჟოზე ალვალადეს სტადიონზეა დაგეგმილი.

სრულად წაკითხვა