საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ბრატისლავაში 20 სექტემბერს ჩავიდა. 21 სექტემბერს კი, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
სლოვაკეთთან საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავის გოპას არენაზე გაიმართება. თბილისში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრები განმეორებით შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება.
სლოვაკეთი - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.