
აქციის მონაწილეებმა, მათ შორის დაკავებული მომიტინგეების ოჯახებმა, საქართველოს პარლამენტის წინ ღამე გაათენეს, რითიც პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ სასტიკი დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. დემონსტრანტები – მათ შორის სტუდენტები, მედიის მუშაკები და აქტივისტები – ერთად მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან, სადაც სანთლები დაანთეს, მსხვერპლთა ფოტოები გამოფინეს და მემორიალი ტიტებით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს ანტისაბჭოთა მიტინგი, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა. 1991 წელს, იმავე დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საპროტესტო აქციების მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის უფლება არ მისცეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/04/2025 – ქართველები 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებენ
- 09/04/2025 – საერთაშორისო საზოგადოება 9 აპრილის წლისთავს ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
09/04/2025 - 17:46
საერთაშორისო საზოგადოება 9 აპრილის წლისთავს ეხმიანება
09/04/2024 - 17:18
საერთაშორისო საზოგადოება 9 აპრილის წლისთავს ეხმიანება
09/04/2024 - 16:49
საქართველო 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებს
08/04/2024 - 12:15
1989 წლის აპრილი: დუმილი ქარიშხლის მოლოდინში (ნაწილი II)
31/03/2024 - 11:41
1989 წლის მარტ-აპრილი: დუმილი ქარიშხლის მოლოდინში
09/04/2023 - 14:01