
4 მაისს, საქართველოში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ზედიზედ 158-ე დღეს, დემონსტრანტებმა თბილისის გარეუბნებში მსვლელობა მოაწყვეს. „ერი მოითხოვს გადადგომას!“ „ჩვენ აღარ ვენდობით პოლიციის ფორმას“ – სკანდირებდნენ ისინი.
„ერთობის მარში“, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები უძღვებოდნენ და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, თბილისის ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაემართა, რომელსაც მომიტინგეები „შავ საქმეთა სამინისტროდ“ მოიხსენიებდნენ. მომიტინგეებს ხელში ეკავათ ნაცემი აქტივისტების, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებისა და მომიტინგების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული პოლიციელების ფოტოები, რითიც სამინისტროს მიერ სისტემურ დარღვევებზე მიუთითებდნენ.
შსს-ს შენობასთან გაჩერების შემდეგ, მომიტინგეები ვარკეთილის მეტროსადგურისკენ დაიძრნენ და პროტესტი მეტროს მატარებლებში გადაიტანეს. შემდეგ ისინი რუსთველის გამზირზე ამოვიდნენ და კვლავ გადაკეტეს ქუჩა პარლამენტის წინ.
მსვლელობამ ბევრი მაცხოვრებლის ცნობისმოყვარეობა გამოიწვია – მოქალაქეები ფანჯრებიდან და აივნებიდან ადევნებდნენ თვალს მოვლენებს. ბევრმა მათგანმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუხატა და სახელმწიფო დროშები გადმოფინა.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/04/2025 – აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად აღნიშნავენ
- 09/04/2025 – ფოტოამბავი | მოქალაქეები 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებენ
- 01/04/2025 – ფოტოამბავი | დადგა ხალხის გაზაფხული
Read Next
05/05/2025 - 17:11
ევროკომისია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაასრულოს ძალადობა და პოლიტიკურ აქტორებთან დიალოგი დაიწყოს
04/05/2025 - 18:02
სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025 ნაწილი 2 | მომიტინგეები შსს-სკენ მიემართებიან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ
04/05/2025 - 11:56
TI საქართველო: „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს
02/05/2025 - 14:19
SJC-მა სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 11 მომიტინგის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები წარადგინა
02/05/2025 - 11:00
ოპოზიცია აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის სამიზნეეები პროევროპელი დიპლომატები არიან
29/04/2025 - 20:40