
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა.
48 წლის ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 5 თებერვლიდან იკავებდა.
2004-2008 წლებში იგი სს „ბანკი ქართუს“ საკრედიტო მენეჯერი იყო. 2016 წლამდე ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, საბოლოოდ კი ცენტრალიზებული ადმინისტრაციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
ბერაიას პოლიტიკური კარიერა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ის მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. იგი ასევე იყო 2020 წელს არჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. 2022 წლის ოქტომბერში ბერაია პარტია „ხალხის ძალას“ შეუერთდა. იგი ასევე იყო 2024 წლის სადავო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი, თუმცა 5 თებერვალს უფლებამოსილება შეუწყდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/04/2025 – „ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები გამოცხადდა
- 18/03/2024 – „ხალხის ძალამ“ პოლიტიკური პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა
- 24/01/2023 – „ხალხის ძალა“ USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამას „სუვერენიტეტზე შეტევად“ განიხილავს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
05/02/2025 - 18:30
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
13/12/2024 - 20:30
პარტია „ხალხის ძალა“ ოპოზიციაში გადასვლის გეგმებზე საუბრობს
24/10/2024 - 16:13
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: „ჩხრეკა ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა“
24/10/2024 - 14:56
საგამოძიებო სამსახურმა ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლები გაჩხრიკა
20/06/2024 - 17:15
„ხალხის ძალა“ აშშ-ის ელჩს „წითელი ხაზის გადაკვეთაში“ ადანაშაულებს
06/06/2024 - 11:08