წმენდა საჯარო სამსახურებში გრძელდება. ფინანსთა სამინისტრო დაატოვებინეს ქალს, რომელმაც 14 წელი იმუშავა საჯარო სამსახურში.
ნატო ბოლქვაძე საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსია, რომელმაც დაგმო ევროკავშირთან შეჩერებული მოლაპარაკებები და საკუთარი პოზიცია პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირა. სახლში გაშვების ოფიციალურ მიზეზად უწყებამ დისციპლინური გადაცდომა ჩაწერა.
თავად ბოლქვაძე ამბობს, რომ თანამშრომლების ნაწილს პეტიციაზე ხელმოწერების უკან გახმობა მოუწია, რადგან სწორედ ამას მოითხოვდნენ მათგან.
წყარო : ტვ პირველი