ფინანსებში ყველაზე მეტად იმ ადამიანებს უმართლებთ, რომლებსაც ეს სახელები ჰქვიათ – საინტერესო კვლევა

18 hours ago 5

ბევრისთვის შვილის სახელის შერჩევა მხოლოდ ტრადიციასთან ან გემოვნებასთან არაა დაკავშირებული, ზოგიერთი მშობელი მას მომავალზე პირდაპირ გავლენადაც კი მიიჩნევს. მსოფლიოში სხვადასხვა კულტურაში სახელების მნიშვნელობა დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის კარიერულ თუ ფინანსურ წარმატებას უკავშირდება.

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტმა ჯულიან გოლდმა შეისწავლა Bloomberg Billionaire Index-ის მონაცემები, რათა დაედგინა, რომელი სახელები ფიგურირებენ ყველაზე ხშირად ტოპ 500 მილიარდერს შორის. აღმოჩნდა, რომ ფინანსურ სფეროში განსაკუთრებით ბევრ წარმატებულ ადამიანს კლასიკური ბიბლიური სახელი ჰქვია.

“გვაინტერესებდა, ხომ არ არსებობს კავშირი კონკრეტულ სახელებსა და ფინანსურ წარმატებას შორის”, – ამბობს გოლდი. მისი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ჯონი, დავითი და თომასი მილიარდერთა სიაში ყველაზე გავრცელებული სახელებია.

გოლდის თქმით, კვლევის შედეგები შესაძლოა, მომავალ მშობლებს დაეხმაროს შვილისთვის სახელის შერჩევისას. როგორც აღმოჩნდა, ტრადიციულ ბიბლიურ სახელებს ტოპ ფინანსისტთა სიაში მოწინავე პოზიციები უკავიათ.

სრულად წაკითხვა