UFC Rio-ს მთავარი ბრძოლა ტრავმის გამო საფრთხის წინაშე დადგა, როდესაც რაფაელ ფიზიევმა ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა. თუმცა ორგანიზაციას სწრაფად მოევლინა გადამრჩენი – პოლონელი მატეუშ გამროტი, რომელიც მხოლოდ სამი კვირით ადრე დათანხმდა ბრაზილიაში ოქტაგონზე ასვლას.
შეგახსენებთ ოლივეირამ, ბოლოს ილია თოფურიასთან დამარცხება იწვნია და მარცხის შემდეგ ოქტაგონს პირველად დაუბრუნდება.
რაც შეეხება გამროტს, ეს მისთვის პირველი შეხვედრა იქნება მაისის შემდეგ - დაპირისპირება 12 ოქტომბერს გაიმართება და საღამოს მთავარ ჰედლაინად ჩაითვლება.