ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე იტალიური „ატალანტა“ გამანადგურებლად – 4:0 დაამარცხა. მატჩის გამორჩეული მომენტი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გახდა, რომელმაც არა მხოლოდ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა, არამედ ევროპული მედიის განსაკუთრებული ყურადღებაც მიიპყრო.
იტალიური გამოცემა Calciomercato კვარაცხელიას გამოსვლას 7.5 ქულით აფასებს და წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში გუნდთან ერთად სრულად ვერ ვარჯიშობდა, ეს ნაკლი მოედანზე ვერავინ იგრძნო. ბურთთან მიმართებაში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და ქმნის სანახაობას, რომელიც სერია A-ს ნამდვილად აკლია.“
კვარაცხელიას ეფექტური გოლი და მოედანზე თავდაჯერებული თამაში კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მნიშვნელობას როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებისთვის.