7 აგვისტოს პარლამენტის წინ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რასაც კონკრეტული მიზეზის გამო მწვავე შეფასებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:
“გუშინ ფილმის ჩვენება გაიმართა შუა რუსთაველზე და 8 აგვისტოს (ვიმეორებ 2008 წლის 8 აგვისტოს) რუსეთის თავდასხმის დროს – ომის დროს არ ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დასავლეთის 5 პრეზიდენტი აქ ჩამოიყვანა ომის დროს და ამას აკეთებს ვითომ “ოპოზიციად” წოდებული ჩერგო-ბოკერია ამას ითმენს და სიამოვნებით ისმენს მის გვერდით მყოფი “ოპო” სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, რომელმაც თქვა, რომ ” 2008 წელს მძინარე ცხინვალი სააკაშვილმა დაბომბა და ომი საქართველომ დაიწყოო”.
ჰოდა ი. კობახიძემ და მ. ყაველშვილმა ანუ რუსეთის მოსამსახურე “ხელისუფლებამ”, რომ თქვა ცილისმწამებლური ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ ეს რატომ გვიკვირს?! “ესენი“ ვხედავთ ვინც არიან და ვისაც ემსახურებიან!
ჩვენ, ფეიკს მივხედოთ ფეიკს, “პოლიტფეკალიად” რომ გადაიქცნენ ოპოზიციაში (თუმცა, ასე იყვნენ, მუდამ), ციხეში მყოფი – პუტინის ნომერ პირველი პატიმრის – მიშა სააკაშვილის ჯინაზე რომ საქართველოს აფურთხებენ!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.