ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ვაჭრობისთვის საქართველოს გავლით თურქეთის სარკინიგზო მარშრუტი გაიხსნა

9 hours ago 3

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 24 მაისს განაცხადა, რომ  აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტის გახსნის შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის სარკინიგზო მარშრუტი გაიხსნა, სომხეთის ექსპორტისა და იმპორტისთვის.

„ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – დაწერა ფაშინიანმა „ფეისბუქზე“. მისი თქმით, რკინიგზა საქართველოს ქალაქ ახალქალაქსა და თურქეთის ქალაქ ყარსს შორის გადის.

ბოლო პერიოდში, საქართველო ცდილობს მონაწილეობა მიიღოს რეგიონული დაკავშირებადობის პროექტებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფონზე.

დეკემბერში, ათწლეულების შემდეგ პირველად, აზერბაიჯანული საწვავით დატვირთული მატარებელი საქართველოს გავლით სომხეთში ჩავიდა, რაც რეგიონული დაძაბულობის შემსუბუქების კიდევ ერთ ნიშნად იქნა მიჩნეული.

ახლახანს, საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ, ასევე ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ პროტოკოლს.  

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა