ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტის შესაქმნელად ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყოფა

2 hours ago 1

სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტი შეიქმნება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყოფა.

შესაბამის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულების თანახმად, საიტის შესაქმნელად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოეყოფა, რომელიც შესაბამისი საიტის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საიტის შექმნის მიზანი ფასდაკლებული პირველადი მომხმარების პროდუქტების შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.


პირველ მაისს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილმა დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შეიქმნა, მუშაობა დაასრულა და დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები გადაჭარბებულ მარჟებზე არ მიუთითებს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

„ქართული ოცნების“ წევრი, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, დროებითი კომისია, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა, არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია იყო.

მისი თქმით, კომისიის მიზანი პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ სიღრმისეული ანალიტიკის მომზადება იყო.

სრულად წაკითხვა