“[უხერხულობას] არ მიქმნის, რომ ჩემი გუნდის წევრები, სააკაშვილად მომიხსენიებენ” – ყაველაშვილი

1 day ago 2

21

“[უხერხულობას] არ მიქმნის, რომ ჩემი გუნდის წევრები, სააკაშვილად მომიხსენიებენ”, – ასე პასუხობს მიხეილ ყაველაშვილი “პირველების” ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ სწყინს, როდესაც მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილად მოიხსენიებენ.

მისი თქმით, ეს ირაკლი კობახიძის და “ოცნების” მხრიდნა ადგილი ჰქონდა “უბალო წამოცდენას”.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს მშვენეირი ადგილმდებარეობა, საქართველოს კანონმდებლობით შეფასებული მისი დანაშაულებრივი რეჟიმი… წამოცდენაზე? შეცდომაზე უნდა ვისაუბროთ? არა, არ მიქმნის უხერხულობას, ეს იყო წამოცდენა“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის,  ერთსა და იმავე დღეს მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და სამტავრობო მედიის წამყვანმა მიხეილ სააკაშვილად მოიხსენიეს.

სრულად წაკითხვა