უშაკოვი: პუტინი ბრაზილიაში BRICS-ის სამიტს ICC-ის დაკავების ორდერის გამო ვერ დაესწრება

1 month ago 3

25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო, ბრაზილიაში მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე არ ჩავა.

უშაკოვის თქმით, პუტინი BRICS-ის სამიტში ონალინ საშუალებებით ჩაერთვება.

“ეს დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, ICC-ის მოთხოვნის კონტექსტში. ამ პირობებში, ბრაზილიის მთავრობამ ვერ შეძლო მკაფიო პოზიციის დაჭერა, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემდა” – თქვა უშაკოვმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო გასცა.

სრულად წაკითხვა