UFC 320-ზე გამართულ სანახაობრივ ორთაბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუპერმსუბუქი წონა მის საკუთრებად რჩება. ქართველმა მებრძოლმა ტიტულის დაცვაში წარმატებით იასპარეზა და ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა, რითაც ჩემპიონობა მესამე მცდელობითაც შეინარჩუნა.
ამ გამარჯვებით დვალიშვილმა ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა — ორივე მათგანს სუპერმსუბუქ დივიზიონში ტიტული სამჯერ აქვს დაცული.
34 წლის "ქართველი მანქანისთვის" ეს ბრძოლა არამხოლოდ კარიერულ, არამედ ფინანსურ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ცნობით, დვალიშვილმა საბრძოლო ჰონორარის სახით დაახლოებით 2.39 მილიონი დოლარი მიიღო, რასაც დაემატება სარეკლამო ბონუსები და დამატებითი პრემიები.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრიდან 21 გამარჯვება და მხოლოდ 4 მარცხი აქვს. ის UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და დასამახსოვრებელ მებრძოლად მიიჩნევა, რომელიც გამძლეობითა და შეუპოვრობით მსოფლიოს გულშემატკივრებს უკვე წლებია აოცებს.