ურუგვაის ექსპრეზიდენტი ხოსე მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 hours ago 1

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე (მეტსახელად პეპე) მუხიკა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუხიკა, - რომელიც ცხოვრების მოკრძალებული წესით იყო ცნობილი და პრეზიდენტობის ვადის დასრულებიდან 5 წელიწადში პოლიტიკა დატოვა, - ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა.

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი ამხანაგი, პეპე მუხიკა, - პრეზიდენტი, აქტივისტი, წინამძღოლი და ლიდერი გარდაიცვალა. ძალიან მოგვენატრები, ძველო მეგობარი“, - დაწერა დღეს საღამოს, 13 მაისს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა იამანდუ ოსრიმ X-ზე.

იგი 2010-15 წლებში იყო ურუგვაის პრეზიდენტი.

მისი ხუთწლიანი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად მიიჩნევა: სიღარიბის დონის დაწევა (18.5 პროცენტიდან 9.7-მდე), ქვეყნის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (6.3%), აბორტებისა და ერთი და იმავესქესიანი ადამიანების ქორწინების ლეგალიზაცია; ასევე, მარიხუანის მოყვანისა და გამოყენების ლეგალიზაცია, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის. ურუგვაის პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა შექმნილიყო სოციალური გეგმა „ერთად“.

ის აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო.

„პუტინის მმართველობა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია მსოფლიოში, - ამბობდა ის CNN-თან 2022 წელს, - პუტინს საზიზღარი მიზნები აქვს, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმპერიული თავდასხმა ნაციაზე [უკრაინელები], რომელთანაც [რუსეთს] არცთუ მარტივი ისტორიული წარსული აკავშირებს“.

ვრცლად მის შესახებ იხილეთ:

სრულად წაკითხვა